This page is a part of davituri.com projects' offline cache. For more info please visit davituri.com homepage.

პროგრამები

2006 წლის 18 დეკემბერს თბილისში, 51-ე საჯარო სკოლის წინ ორგანიზაცია ”ჩვენ, მწვანეები”-ს ინიციატივით ჩატარდა აქცია ”დავიცვათ ბუნებრივი ნაძვის ხეები”. აქცია ჩატარდა იგივე სახელწოდების მქონე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ”ჩვენ, მწვანეები” ახალი წლის წინა დღეებში ახორციელებდნენ. პროექტის მიზანი იყო მოსახლეობაში საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების გამოყენების საწინააღმდეგო აგიტაციის ჩატარება და ბუნებრივი ნაძვების მოჭრის გაკონტოლება.

ამ მიზნით ”ჩვენ, მწვანეების” მიერ 18 დეკემბერი ნაძვის დაცვის დღედ გამოცხადდა. რაც შეეხება აქციას, მასში ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ამ დღის აღსანიშნავად აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას დეურიგეს მწვანე ფერის ბაფთები, რაც სიმბოლურად ნაძვების დაცვის პრობლემის გარშემო გაერთიანების მანიშნებელია. აქციაზე ასევე მოეწყო 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ნახატები იმავე თემას მიეძღვნა, რასთან დაკავშირებითაც გაიმართა აქცია - ანუ ნაძვის დაცვას. გამოტანილი იყო ტრანსპარანტები, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებდა - საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხეები გამოეყენებინათ. აქცია ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
ჩვენს შესახებ · თემატური ჯგუფები · პროგრამები · სიახლეები · კონტაქტი